logo
ENG



გვარამია სააკაშვილს: არ გააკეთებინო დამამშვიდებელი, არ მოატაცებინო შენი თავი

28 დეკ 202102:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/28/pnv3bhk7uz6wams.png

ადვოკატი ნიკა გვარამია და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. 

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მათ უთხრა, რომ 28 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე ექსპრეზიდენტთან ვერავინ შევა. 

გვარამიას ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილი შესაძლოა მოტყუებით გაიყვანონ გორის კლინიკიდან, ამიტომ ექსპრეზიდენტს მოუწოდა, არ დათანხმდეს არანაირი დამამშვიდებლის მიღებას ან ინექციას

"არ მოატაცებინო შენი თავი. ჩვენ აქ ვართ". - მიმართა მას გვარამიამ.

მანამდე სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში, ანა ჯანიაშვილმა მოინახულა, შეხვედრის შემდეგ კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტის თქმით, 27 დეკემბრის საღამოს მასთან შევიდნენ და უთხრეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაჰყავდათ. მათ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია. 

ამის შემდეგ არ ახსოვს გარკვეული მომენტი. როცა გონს მოვიდა, თქვა, რომ არ მოხდებოდა მისი გაყვანა. [სააკაშვილმა თქვა], მოვითხოვე, ეთქვათ, სად გადავყავდით, მაგრამ არ მითხრესო. 

ემოციური ფონის შემდეგ ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაიყვანენ, სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია". - თქვა ანა ჯანიაშვილმა. 

ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი გადაყვანის ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეგობას გაუწევს, ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, კვლავ დაიწყებს შიმშილობას. 


close დახურვა